• Deutsch
  • English
  • ქართული
 
  მთავარი
  ჩვენს შესახებ
   » მიზნობრივი ჯგუფები
   » დაფინანსება
   » განხორციელება
  კომპეტენციის სფეროები
  პუბლიკაციები
  პრესა
  პარტნიორები
  კონტაქტი

ჩვენს შესახებ

გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფი “GET საქართველო” გახლავთ გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს პროექტი, რომელიც 2014 წლის სექტემბერში შეიქმნა. ჩვენი მიზანია მხარი დავუჭიროთ საქართველოში ეკონომიკურ-პოლიტიკური რეფორმების პროცესსა და ეკონომიკის სისტემური პირობების მდგრად განვითარებას. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენთვის ცენრალური მნიშვნელობისაა მსოფლიო ბაზარში მასტაბილიზირებელი ინტეგრაცია, დამოუკიდებელი ინსტიტუტების გაძლიერება და საბაზრო ეკონომიკა, რომელიც საკუთარ პასუხისმგებლობას აცნობიერებს.

საქართველოს სამთავრობო ორგანიზაციებთან მუდმივი დიალოგის რეჟიმში ვავლენთ აქტუალურ ეკონომიკურ-პოლიტიკურ პრობლემურ სფეროებს და ვიმუშავებთ კონკრეტულ რეკომენდაციებს. ამასთან ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ პრობლემის ობიექტურ ანალიზსა და გადაწყვეტილების მიმღებთა დამოუკიდებელ კონსულტირებას.

GET საქართველო თანამშრომლობს ცნობილ ადგილობრივ პარტნიორ ინსტიტუტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. გარდა ამისა, ქვეყნის ეკონომიკური კონტექსტის დეტალური ექსპერტიზით, მხარს ვუჭერთ გერმანულ პოლიტიკურ, ადმინისტრაციულ, ეკონომიკურ და სამოქალაქო-საზოგადოებრივ ორგანიზაციებს.



 
 
 
Impressum